19 მაისი 2024,   14:22
ვრცლად
ნათია თურნავამ USAID-ის დირექტორ პიტერ ვიბლერთან ახალი სტრატეგიული გეგმა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორთან ახალი სტრატეგიული გეგმა განიხილა.

გეგმები USAID-ის მიერ საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების, მცირე და საშუალო ბიზნესისა და ზოგადად ეკონომიკის გაჯანსაღების ხელშეწყობას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ტურიზმის კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზეც

ნათია თურნავას თქმით, USAID-ის თანამშრომლობა ასახავს მნიშვნელოვან პარტნიორობას საქართველოსა და აშშ-ს შორის, ამ ეტაპზე ახალი თანამშრომლობის ახალი სტრატეგიულ გეგმა დგება, სადაც ეკონომიკა და რეფორმები მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

"ჩვენ განვიხილეთ ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც გვაქვს წლების მანძილზე ამ ორგანიზაციასთან. რასაკვირველია, USAID-ის ფარგლებში თანამშრომლობა ასახავს ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსა და აშშ-ს შორის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თანამშრომლობაში ახალი სტრატეგიული გეგმა დგება, სადაც ჩვენი ეკონომიკა და რეფორმების დახმარება დაიკავებს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს" - განაცხადა ნათია თურნავამ.

USAID-ის დირექტორის თქმით, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. საუბარი გაიმართა იმ საკითხებზე, რომელშიც შეუძლიათ გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორიც არის ტურიზმი, ენერგეტიკა და სხვა მიმართულებები. 

"ჩვენ ვისაუბრებთ სხვადასხვა საკითხზე და იმ გზებზე, რომელითაც შეგვიძლია გავიღრმავოთ  და გავიძლიეროთ პარტნიორობა, მათ შორის ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინვესტიციების წახალისება, ტურიზმი, ენერგეტიკა და სხვა მრავალი მიმართულება, სადაც ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის გასაძლიერებლად და ასევე ქვეყანაში ეკონომიკური მდგრადობის ასაშენებლად, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო და ჩვენ ველით ამ მნიშვნელოვან სამინისტროსთან ურთიერთობის გაძლიერებას და თვისობრივ ახალ ეტაპზე გადატანას" - განაცხადა  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

დღის ამბები