გახდება თუ არაა ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტი ხუთ დღეში გაირკვევა. სწორედ ეს ვადა ითხოვა უწყებამ აბუსერიძის საჩივარზე საპასუხოდ. დღეს კი საკთხზე მსჯელობა აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
იუსტიციის სახლთან ვეტერანი და მოქმედი მორაგბეები შეიკრიბნენ. მათი აზრით, ირაკლი აბუსერიძე ლეგიტიმური პრეზიდენტია, შესაბამისად რეესტრი ვალდებულია აბუსერიძე კავშირის ხელმძღვანელად დაარეგისტრიროს.