17 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
მობილობა რეგიონებს შორის უნდა შეიზღუდოს, რადგან თუ სადმე სიტუაცია გამწვავდება მთელი საქართველო არ მოყვეს შეზღუდვებში - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, შაბათ-კვირის შეზღუდვა მობილობის შესამცირებლად არის მიმართული. 

"შეზღუდვა, რომელიც ეხება შაბათ-კვირას, ეს არ არის ჩვენი "ნოუ ჰაუ". ევროპულ ქვეყნებში, ძალიან ბევრგან მოქმედებს ის მიგდომა რომ ისინი ამუშავებენ რესტორნებს, მაღაზიებს და ა.შ, მაგრამ შავათი-კვირა და ღამის საათები არის შეზღუდვაში. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ მობილობა მაინც შევზღუდოთ,"- აღნიშნა ნათია თურნავამ

ეკონომიკის მინისტრმა ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენაზე საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტი იქნა მიღებული გადაწყვეტილება, საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე კი ეპიდვითარების გათვალისწინებით იმსჯელებს მთავრობა.  

"ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტზე მივიღეთ, საქალაქთაშორისოზე კი ეპიდვითარების გათვალისწინებით ვიმსჯელებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს ერთ-ერთი მწვანე ზონა აჭარა დარჩეს ასეთად. მობილობა მეტნაკლებად უნდა შეიზღუდოს რეგიონებს შორის რადგან, თუ რამე მოხდა და სიტუაცია გამწვავდა ის რეგიონი მოყვეს შეზღუდვებში და არა მთელი საქართველო,"- განაცხადა ნათია თურნავამ

დღის ამბები