17 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
6 საათიანი დაკითხვა დავით გარეჯის საქმეზე - დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, პროკურატურას ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მიაწოდა

დავით გარეჯის საქმეზე, დიმიტრი ლორთქიფანიძის დაკითხვა 6 საათს გაგრძელდა. გენერალური პროკურატურიდან გამოსული ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ გამოძიებას ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მიაწოდა.

ლორთქიფანიძე ამტკიცებს, რომ გარეჯის შესახებ დაცულ მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან და სადაო 1938 წლის რუკის ორიგინალის გაუჩინარებასთან კავშირი, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს აქვს და სწორედ ამის შესახებ ისაუბრა გამოკითხვაზე.

"თავდაცვის სამინისტროში იმ პერიოდში მინისტრი იყო ბატონი დავით კეზერაშვილი, რომელსაც სამუშაო შეხვედრაზე იძახებენ მიწათმოწყობის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტის ყოფილ პროექტის მთავარ ინჟინერს ზურაბ ბოჭორიშვილს. ეძებდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის, მიმდებარე ტერიტორიის სასაზღვრო მონაკვეთის ამსახველ რუკას. ბოჭორიშვილმა მიუთითა, რომ ეს რუკა შესაძლოა ინახებოდა იმ ინსტიტუტში, რომლის სახელწოდება მიწათმოწყობის სახელმწიფო ინსტიტუტი. ამ შენობას მოადგა სატვირთო მანქანა და შენობიდან გარკვეულ მასალას ეზიდებოდნენ, მათ შორის კარტოგრაფიული მასალაც შეიმჩნეოდა, ვინაიდან იქ ჩანდა რუკები," - აცხადებს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

დიმიტრი ლორთქიფანიძის ბრალდებას დღესვე უპასუხა დავით კეზერაშვილის ინტერესების დამცველმა. ბექა ბასილაის თქმით, ყოფილი დეპუტატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა და მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარეჯის საქმესთან შემხებლობა არ აქვს.

დღის ამბები