საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე განაჩენს ელოდება. ცხინვალის ე.წ. სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართება.
ოკუპანტებმა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სხვილოს ციხესთან მდებარე ველიდან გაიტაცეს. მას ე.წ. მესაზღვრეების მიმართ სროლას ედავებიან. ზაზა გახელაძეს საოკუპაციო რეჟიმმა წინასწარი პატიმრობის ვადა ორჯერ გაუხანგრძლივა.