19 მაისი 2024,   13:02
ვრცლად
დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება - რესტორატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, მთავრობის დადგენილი წესების მიხედვით იმოქმედონ

დაუმორჩილებლობის აქცია აღარ გაიმართება. მას შემდეგ, რაც გუშინ დაანონსდა შეზღუდვების შემსუბუქების ახალი ეტაპის ამოქმედება 8 თებერვლიდან, ბიზნესმა მიიღო გადაწყვეტილება დაემორჩილოს იმ წესებს, რომელსაც მთავრობა ადგენს.

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ სიტუაციას 15 თებერვლის შემდეგ დააკვირდებიან და ამის მიხედვით იმოქმედებენ.

"15-ის მერე შევხედავთ, თუ ჩვენ ვღებულობთ შეღავათს, აღარ გავაგრძელებთ. დღეს მე უნდა მესაუბრა შაბათს როგორი ფორმით უნდა განხორციელებულიყო ეს აქცია და გპირდებით ვერც ერთი რესტორანი ვერ დაჯარიმდებოდა. თავბრუ დაეხვეოდა ბექა ფერაძეს და მის სამსახურს. ვერ მიაგნებდნენ, ისე იქნებოდა.  ფოკუსს ვატარებდით ძალიან დიდს, ისინიც კი გახსნიდნენ რესტორნებს, ვინც წინააღმდეგი იყო გახსნის," - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რესტორნები ღია სივრცეებში ფუნქციონირებას დაიწყებენ, შრომის ინსპექცია სხვადასხვა საზედამხედველო უწყებასთან ერთად აქტიურად იქნება ჩართული მონიტორინგის პროცესში:

"კვადრატულობა, წესები, მაგიდასთან რამდენი ადამიანი უნდა განთავსდეს, ჰიგიენური ნორმები რა უნდა იყოს გათვალისწინებული ამ პროცესში - ყველაფერი რჩება იგივე და დამატებით რა მოთხოვნებიც შემოვა, ეს იქნება ტესტირების პროცესი, რომელშიც სარესტორნო ბიზნესი ეტაპობრივად ჩაერთვება. შრომის ინსპექცია სხვადასხვა საზედამხედველო უწყებებთან ერთად იქნება აქტიურად ჩართული ამ პროცესში. პერიოდულად მოვახდენთ ინსპექტირებას, უშუალოდ სამუშაო ადგილის დათვალიერებას და ეს იქნება ყოველდღიური პროცესი," - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

დღის ამბები