19 მაისი 2024,   13:59
ვრცლად
ენმ ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პანდემიის პერიოდში დაკისრებული ყადაღისა და ჯარიმების მოხსნისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ არასწორი პოლიტიკით, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი შეგნებულად შექმნა.

ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, მცირე და საშუალო ბიზნესს მოეხსნას ყადაღა და ჯარიმები, რომელიც მათ პანდემიის პირობებში დაეკისრათ.

ასევე, მათი შეფასებით, უსამართლოდაა დაწესებული შაბათ-კვირის შეზღუდვები და კომენდანტს საათი. პარტიაში ეკონომიკის სრულმასშტაბიანი გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრეს, თუმცა, აღინიშნა, რომ ეს რეგულაციების დაცვით უნდა მოხდეს. 

ინიციატივის შესახებ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენლებმა გიორგი თარგამაძემ და ზვიად ქვლივიძემ ისაუბრეს.

 

 

დღის ამბები