მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე ამბობს, რომ ხორბლის სუბსიდირების მიმღებთაგან ორი კომპანია "ქართული ოცნების" შემომწირველია. ანა დოლიძის თქმით, მათგან ერთი ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული და შესაბამისად, საქართველოში გადასახადს სრულად არ იხდის.
""ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში ჩვენ ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით კიდევ უფრო გავხდით დამოკიდებული რუსეთზე. ანუ, აწარმოებს თუ არა სახელმწიფო რაიმე მოლაპარაკებას ამ კომპანიებთან, რომლებსაც პირველადი მნიშვნელობის პროდუქტი, ხორბალი შემოაქვთ საქართველოში, რომ ჩვენ მთლიანად არ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის მხრიდან ექსპორტზე," - განცხადა ანა დოლიძემ.