17 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
ოპოზიციური პარტიები პარლამენტში მხოლოდ მოლაპარაკების შემდეგ შევლენ - სერგო ჩიხლაძე კრამონის განცხადებაზე

"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის მომავლისთვის მანდატების აღებაა" - "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის "რუსთავი 2"-თან გაკეთებულ ამ მოწოდებას გამოეხმაურა. როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ოპოზიცია მხოლოდ მაშინ შევა პარლამენტში, როდესაც ხელისუფლებასთან შეთანხმება შედგება.

"ჩვენი დასავლელი პარტნიორების რიტორიკა ყოველი დღის, ყოველი თვის შემდეგ შეიცვლება. სამწუხაროდ "ქართული ოცნება" აგრძელებს იმ თავხედობას, იმ განცხადებებს, რომელიც საზოგადოებას პირიქით ჰყოფს.

ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შევლენ მხოლოდ მოლაპარაკების და პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ. ეს იცის ჩვენმა პარტნიორებმაც და "ქართულმა ოცნებამაც," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვიოლა ფონ კრამონი "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის ახალა ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატების აღებაა. ევროპარლამენტარი საუბრობს არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე, მაგრამ აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაყალბების მასშტაბი შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა. ევროპელი პოლიტიკოსი ამ დასკვნის საფუძვლად არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს ასახელებს.

 

დღის ამბები