"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ დრომდე არჩევნების გაყალბებაზე ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ზეპირი განცხადებები ისმის, მასშტაბური მტკიცებულებები კი არ ჩანს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
დავითულიანი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის "რუსთავი 2"-თან გაკეთებულ განცხადებებს გამოეხაურა.
"ისინი მოუწოდებენ თვეებია ოპოზიციას, რომ რადიკალიზაციისკენ ნუ მიჰყავთ პროცესები, შევიდნენ პარლამენტში და ამ წერილში ესეც იყო, რომ უნდა შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში. მეორეს მხრივ ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ ნუ დავეხმარებით ოპოზიციას, ნუ შევუწყობთ ხელს რადიკალიზაციაში.
დიახ, რადიკალიზაცია ნამდვილად არ არის ჩვენი მიზანი და ნამდვილად გასათვალისწინებელია ევროპარლამენტარების ის პოზიცია, რომ უნდა შემოვიდეს ოპოზიცია პარლამენტში და რადიკალიზაციას ხელი არც ერთმა მხარემ არ უნდა შეუწყოს. ჩვენ ყველაფერი შევთავაზეთ, ვიმუშაოთ ყველაფერზე, მაგრამ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას არ ვაპირებთ," - აცხადებს ბექა დავითულიანმა.
ვიოლა ფონ კრამონი "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ქვეყნის მომავლისთვის ახალა ყველაზე მნიშვნელოვანი მანდატების აღებაა. ევროპარლამენტარი საუბრობს არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე, მაგრამ აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაყალბების მასშტაბი შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა. ევროპელი პოლიტიკოსი ამ დასკვნის საფუძვლად არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს ასახელებს.