17 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე "დაუმორჩილებლობის მარშის" მსვლელობას ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდნენ

სამოქალაქო აქტივისტების გარდა, პარლამენტთან "დაუმორჩილებლობის მარშის" მსვლელობას პოლიტიკოსების უერთდებიან. ისინიც დაწესებული შეზღუდვების მოხნას ითხოვენ, თუმცა წესებისა და რეგულაციების დაცვით.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ შეზღუდვებმა მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა. 

"კანონი ხელისუფლებას არ აძლევს უზნეობის და ყველაფრის უფლებას და რაღაც საღ აზრს უნდა ექვემდებარებოდეს მიღებული გადაწყვეტილებები. ადამიანების ამდენ ხნიანი ჩაკეტვა, შეზღუდვა ეკონომიკურ საქმიანობაში, პოლიტიკურ საქმიანობაშიც არის ძალიან უზნეო გადაწყვეტილება, რომელიც ვერ იქნება ახსნილი პანდემიასთან ბრძოლით. საერთოდ ეს არის კონსტიტუციური უფლებების დარღვევა და ეს არის სერიოზული ეკონომიკური ზიანი," - ამბობს ელენე ხოშტარია.

მსვლელობას შეუერთდა პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე. 

"რეგულაციები უშლის ხელს, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ადამიანებმა იშრომონ და შემდეგ საკუთარი შრომის პროდუქტი ერთმანეთში გაცვალონ, ამას ჰქვია საბოლოო ჯამში ეკონომიკა. როცა ლაპარაკობენ, რომ ეკონომიკაში არის ვარდნა და შეზღუდვები ხელს უშლის ეკონომიკას, სინამდვილეში ადამიანების ცხოვრებას უშლის ხელს. ასობით ათასი ადამიანი დარჩა ერთადერთი შემოსავლის გარეშე ან მკვეთრად შეუმცირდათ შემოსავალი," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

რუსთაველის გამზირზე იმყოფება პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, საბა ბუაძე რომელიც ამბობს, რომ რეგულაციების გონივრული შემსუბუქებით უნდა გაიხსნას ეკონომიკის ყველა სფერო.

"კომენდანტის საათის შეზღუდვის გაუქმების გარეშე ამ რეგულაციების შემსუბუქება უბრალოდ აზრს კარგავს, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაიტვირთება და ეფექტი ექნება სრულიად საპირისპირო," - განაცხადა საბა ბუაძე.

დღის ამბები