თბილისში დაუმორჩილებლობის მარში გაიმართა, რომელიც დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილის ბოლო გაჩერება "დედაენის ბაღი" იყო, ნაწილი კი პარლამენტთან გაშლილ კარავში დაბრუნდა.
ღამის მსვლელობით მომიტინგეებმა გადაადგილების შეზღუდვა და სხვა მოქმედი რეგულაციები გააპროტესტეს. ისინი ეკონომიკის ამუშავებას მოითხოვენ.
ღამის განმავლობაში, მარშის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგაც მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე 2000 ლარით დააჯარიმეს.
შეგახსენებთ, რომ აქტივისტებმა მსვლელობა 6 თებერვალს, 21:00 საათზე, რუსთაველის გამზირიდან ელბაქიძის ხიდის გავლით დაიწყეს. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.