პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ გრძელდება - რიონის ხეობის მოსახლეობა დღეს მასშტაბურ აქციას აანონსებს. ისინი ამჯერად სოფელ ნამახვანში შეიკრიბებიან. ადგილობრივები ხეობიდან ჰესის მშენებელი კომპანიის ENKA-ს გასვლას მოითხოვენ.
ასევე, აპროტესტებენ პირველი თებერვლის აქციის დაშლას და ჯვრის დემონტაჟს. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის მთელს დასავლეთ საქართველოს.
"105-ე ღამე გავათიეთ უკვე აქ რიონის ხეობის მოსახლეობამ. დღეს ველოდებით ხალხს მთელი საქართველოდან, სხვდასხვა კუთხეებიდან გვიერთდებიან ადამიანები. პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ კომპანია ENKA არ დატოვებს რიონის ხეობას. ჩვენი უმთავრესი მოთხოვნაა, ბრძანება 2405, რომელიც გულისხმობს რიონის ხევის საკუთრებაში გადაცემას თურქული კომპანია ENKA-სთვის, გაბათილდეს,"- აცხადებს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა პროტესტი უკვე 105-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.