19 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის დაკავებულ 7 პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, გუშინ, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულ 7 პირს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, ამბობენ, რომ ჯარიმას არ გადაიხდიან.

მათივე თქმით, პოლიციამ დაკავებისას ძალას გადაამეტა. პროცესის დასრულების შემდეგ ხმაური სასამართლოს შენობასთან გაგრძელდა.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას.

დღის ამბები