17 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
"პარტიის და ლევანის სტრატეგია აცდა ერთმანეთს" - "ლელოში" პოლიტიკურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას ადასტურებენ

ლევან კობერიძის "ლელოდან" წასვლის გადაწყვეტილებას პარტიაში სამწუხაროს უწოდებენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს დემოკრატიული პროცესია. პოლიტიკურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას მოძრაობაში ადასტურებენ.

"ლელოს" უნდა თვისობრივად ახალი პოლიტიკური სივრცის შექმნა ამ ქვეყანაში, ახალი სახეების შემოყვანა ამ პოლიტიკურ ველზე და რა თქმა უნდა, "ლელოს" ერთ-ერთ მთავარ მიზნად რჩება იმ ალტერნატიული სიმძიმის ცენტრის შექმნა, რომელიც ამ ქვეყანაში ორპოლუსიან სისტემას საპირწონედ დაუდგება.

კონკრეტულად, ამ მიზნების მიღწევაში დანარჩენი პარტიის და ლევანის სტრატეგია აცდა ერთმანეთს, მისი ნათქვამი მიზანიც და ჩვენი მიზანიც რჩება იგივე, უბრალოდ, ის სტრატეგიული გზა, რომელიც ამ მიზნამდე მიგვიყვანს, ლევანს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია ჰქონდა, ვიდრე დანარჩენ პარტიას," - აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თამაზ დათუნაშვილი.

დღეიდან მინუს ერთი წევრი ჰყავს პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსსაც" - პოლიტიკურ მოძრაობას ბექა ნაცვლიშვილი გამოეთიშა.

დღის ამბები