17 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ინფორმაცია "კოვაქსის" ხელშეკრულების ფარგლებში კონფიდენციალურია - თამარ გაბუნია "ლელოს" პასუხობს

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია პარტია "ლელოს" მოთხოვნას "ვაქცინაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გასაჯაროებასთან დაკავშირებით პასუხობს და აცხადებს, რომ "კოვაქსის" ხელშეკრულების ფარგლებში, მთავრობას გაუთქმელობის ხელშეკრულება აქვს დადებული და ამიტომ, ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა,  აღნიშნა, რომ საჯარო ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარეს მიაწვდის. 

"ყველას შეუძლია სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს საჯარო ინფორმაციას დადგენილი წესით. ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ჩვენ "კოვაქსის" ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს, არის კონფიდენციალურია, გაუთქმელობის ხელშეკრულების პირობებში. ხოლო ის, რაც საჯარო ინფორმაციაა, ჯანდაცვის სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარესთან გააზიარებს," - აცხადებს თამარ გაბუნია. 

 "ლელოში" ამბობენ, რომ მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს მათ შორის "კოვაქს" პლატფორმასთან დაკავშირებული მოლაპარაკების დეტალები და ის, თუ როდის დაიწყება ვაქცინაცია.

პარტია დოკუმენტაციის გამოსაქვეყნებლად მთავრობას 10 დღიან ვადას აძლევს, რის შემდეგაც მოთხოვნით უკვე საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.

დღის ამბები