17 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
რაც მეტი იქნება პროპორციული შემადგენელი, ოპოზიციის მხრიდან ქუჩაში ვადამდელი არჩვენების მოთხოვნის ხარისხი გაიზრდება - დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო არჩევნებისთვის ნულოვანი ბარიერის დაწესებაზე თანხმობა მმართველი გუნდმა გუშინ განაცხადა.

წინადადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გაახმოვანა.

უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ისინი ამ შემთხვევაში, შეთანხმებაზე წავლენ, თუმცა ოპოზიციამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

"ბარიერის დაწევის შემთხვევაში, რაც მეტი იქნება პროპორციული შემადგენელი, მათი მხრიდან ქუჩაში ვადამდელი არჩვენების მოთხოვნის ხარისხი გაიზრდება. ამიტომ, ჩვენ შეთანხმებაზე წავალთ და ამ მოთხოვნაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ამომრჩეველს პატივი სცენ და იფიქრონ ქვეყნის სტაბილურობაზე," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ. 

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "გირჩის" პოზიცია ამ საკითხზე გარკვეულია და ახლა ისინი პასუხს სხვა პოლიტიკური პარტიებიდან ელიან. საარჩევნო ბარიერის შეცვლას საკონსტიტუციო უმრავლესობა - 113 დეპუტატის ხმა ესაჭიროება.

 

 

 

დღის ამბები