09 სექტემბერი 2026,   02:14
ვრცლად
კახა კალაძე დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დედაენის და 9 მარტის ბაღების, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სადემონტაჟო სამუშაოები, გარე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები, თარგების კორექცია, დაზიანებული საფარის აღდგენა და კეთილმოწყობა, მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გზის ახალი საფარის დაგება, მშრალი ხიდის ბურჯების სარესტავრაციო სამუშაოები, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების მხატვრული მინათების მოწყობა.

რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება.

დღის ამბები