17 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
ნურავინ დაიბრალებს იმას, რაც სასამართლომ გადაწყვიტა - არჩილ თაკვაძე მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უარყოფს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება პარტია "მოქალაქეებთან" მოლაპარაკებებს უკავშირდება. 

მისი მტკიცებით, გამოძიებისთვის აღარ იყო პრიორიტეტული მათი წინასწარ პატიმრობაში დატოვება, რადგან მათ მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული იყო. 

"ეს მოთხოვნა, ოპოზიციას ჰქონდა ჯერ კიდევ გასულ წელს, მაშინ ამას მთელი ოპოზიცია ითხოვდა. თუ მთელი ოპოზიცია ითხოვდა, რა ლოგიკაა იმაში, რომ მხოლოდ ელისაშვილს დაუკმაყოფილა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა, ეს არის აბსურდული ლოგიკა.  

ეს პროცესი იყო ბევრად ადრე ჩანიშნული, ვიდრე ალექსანდრე ელისაშვილთან ცალკე რაიმე ლაპარაკი დაიწყებოდა. ელისაშვილთან მოლაპარაკების დაწყებამდე, პროკურატურას უკვე ჰქონდა განცხადება გაკეთებული და გასაჯაროებული მტკიცებულებები სადაც თქვეს, რომ ამ პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და იდენტიფიცირებულია პირთა წრე, ვინც, სავარაუდოდ, დავალებებს გასცემდა. რეალურად, კრიტერიუმები, რომ ეს ადამიანები წინასწარ პატიმრობაში დარჩნენ, იყო ამოწურული.

ნურავინ დაიბრალებს იმას, რაც სასამართლომ გადაწყვიტა და რაზეც პროკურატურამ მიიღი გადაწყვეტილება,"-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

 

დღის ამბები