საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ოპოზიციამ, შესაძლო დარღვევების გამოძიებას არა ბოიკოტის, არამედ სასამართლოს გზით უნდა მიაღწიოს. - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.
"მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" კენჭისყრის შედეგად, ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილების შეწყვეტაზე უარი უთხრა, ეს ნაბიჯი საქართველოში აშშ-ის საელჩომ პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამით, პარტიებს ექნებათ მეტი დრო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც გაამყარებს დემოკრატიულ პროცესს საქართველოში და ქვეყნის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებს.
ამასთან, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმას, რომ NDI-ის ბოლო კვლევით, ქართველი ამომრჩევლის 76%-ს სურს, რომ მათ მიერ დეპუტატად არჩეული ოპოზიციონერები პარლამენტში იხილოს."- ნათქვამია სტატიაში.