შალვა ნათელაშვილმა დღეს მიიღო სპეციალური სამსახურიდან წერილი, სადაც აღნიშნული იყო, თუ ხვალ ექვს საათამდე არ შეავსებს სადეპუტატო დეკლარაციას, არა მარტო დააჯარიმებენ, არამედ დააკავებენ.
მისი თქმით, არ აპირებს ამ ფურცელზე ხელის მოწერას, სანამ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არ გამოცხადდება.
"მინდა მივმართო ძირგამომპალი რეჟიმის წარმომადგენლებს, არ გაიშვას თქვენი შეშინებული. ვინც შეგიშინებიათ, ის შეაშინეთ, თქვენ მაგ პარლამენტიდან გამოგგვით და არავინ იქ ფეხისშემდგმელი არ არის, ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ გამოცხადდება,"- აცხადებს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.