უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აფრთხილებს უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საზოგადო მოღვაწეები არიან, თავი შეიკავონ საქართველოში დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდებებისგან.
მათი თქმით, ასეთი განცხადებები შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც უკრაინისთვის მიუღებელია. ეს პოზიცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ დააფიქსირა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის წინააღმდეგ ბრალდებებს, ემოციების გარდა, სხვა მტკიცებულებები არ აქვს. უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლების მიერ დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების საქმესაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი თბილისში უკრაინის საელჩოს მუშაობის მთავარი პრიორიტეტია.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ განიხილონ ეს საქმე, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და გაათავისუფლონ უკრაინის მოქალაქეები,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.