17 ნოემბერი 2024,   10:51
ვრცლად
კომენდანტის საათი პოლიტიკური მოტივითაა დაწესებული - გიორგი ბარამიძე დაუმორჩილებლობის აქციაზე გამოწერილი ჯარიმის გადახდას არ აპირებს

დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისათვის, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, გიორგი ბარამიძესა და მის მეუღლეს ჯარიმა გამოუწერეს. გიორგი ბარამიძემ "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ამ ჯარიმის გადახდას არ აპირებს და მეტიც, გეგმავს ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივროს. 

"ეს იყო პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკური მოტივით დაწესებული უაზრო შეზღუდვას ვაპროტესტებდით. აღვნიშნავ, რომ მე ყველა შეზღუდვის მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგალითად, ეს არის, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და სხვა გონივრული შეზღუდვა. თუმცა, როგორიც არის კომენდანტის საათი და სხვა ამგვარი შეზღუდვა, პოლიტიკური მოტივით არის დაწესებული და ამიტომ, ჩვენ პოლიტიკური აქტი განვახორციელეთ იმ დღეს. წინასწარ ვიცოდით, რომ სუფთა ფორმალურად, შესაძლო იყო დავეჯარიმებინეთ. მაგრამ, რადგან ეს პოლიტიკური აქტი იყო ჩვენი მხრიდან, ამ ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ და ვაპირებ, რომ, ეს სასამართლოში გავასაჩივრო," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. 

დღის ამბები