პარტია "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მათი პარტიის იდეა, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის, 2022 წელს ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა.
"ჩვენ ვიყავით და ვართ ავანგარდში გადაჭრის იდეების შეთავაზებისა. 2022 წელს ახალი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების იდეა გვესახება ნამდვილი, კონკრეტული რეალური გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან, რომლის გადაჭრაც ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, რადგანაც ჩვენი თვითმიზანი არ ყოფილა ბოიკოტი.
გვინდა, რომ საქართველოს პარლამენტში ვიმუშაოთ ამ ქვეყნის განვითარებისათვის,"- განაცხადა პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ.