17 მაისი 2024,   09:46
ვრცლად
თუ ხელისუფლება ბუნებრივი ბარიერით არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, ხათუნა სამნიძე მზად არის, პარლამენტში ერთჯერადად შევიდეს

"რესპუბლიკური" პარტიის მოულოდნელი განცხადება - თუ ხელისუფლება ბუნებრივი ბარიერით არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მზად არიან, ერთჯერადად შევიდნენ პარლამენტში და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

"რესპუბლიკური" პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე იმედს იტოვებს, რომ კოლეგა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები "ქართულ ოცნებას" კედელთან მიაყენებენ.

"თუ გაბედავს "ქართული ოცნება" და დაარეგისტრირებს კანონპროექტს უბარიერო პროპორციული სისტემის თაობაზე, "რესპუბლიკელები" მზად ვართ, შევიდეთ ამ კენჭისყრაზე და ისევ დავტოვოთ პარლამენტი, სამ მოსმენაში მივიღოთ მონაწილეობა და ისევ გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში.

ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის და იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები ასევე მიაყენებენ კედელთან "ქართულ ოცნებას"," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები