თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს თანხას აუცილებლად გადაიხდის. კალაძე აღნიშნავს, რომ დაკისრებულ 40 ათასი ლარი, შესაძლოა, მელიას მეგობრებმა გადაიხადონ.
""ქართული ოცნება" არაფერ შუაშია. აქ საუბარია კონკრეტულ დანაშაულზე, მელიას მოუწევს გირაოს გადახდა. ჩვენ გვინახავს ასეთი სცენები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გირაოს გადახდა მოხდება. შესაძლოა ეს არ მოხდეს პირდაპირ მისი მხრიდან და მოხდეს მისი მეგობრების მხრიდან, მაგრამ გირაოს გადაიხდის. თავის თავზეა დამოკიდებული იქნება გარეთ თუ იქნება ციხეში არც მე და არც ჩემს თანაგუნდელებს არავის დაჭერა არ გვიხარია,"-აღნიშნა კახა კალაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ეწურება. მას გირაოს სახით 40 000 ლარი აქვს გადასახდელი, თუმცა ამბობს, რომ უსამართლობას არ დაემორჩილება და გირაოს თანხას არ გადაიხდის.