17 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
მივმართავთ ხელისუფლებას, რომ შეეშვან მაქინაციებს და გააჩერონ პოლიტიკური დევნა - ნიკა ობოლაძე

ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ეწურება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ.

"გირაოს არ ვიხდით, იმიტომ, რომ ასე არის საჭირო. იმისთვის, რომ გირაო იქნას გადახდილი, საჭიროა, რომ მხარემ მოითხოვოს საიდენტიფიკაციო კოდი და შემდეგ მან, ან მესამე პირმა ჩარიცხოს ეს თანხა. ჩვენ ამ კოდს არ ვითხოვთ, შესაბამისად, თუ ვინმეს ექნება შესაძლებლობა, რომ ეს თანხა ჩარიცხოს, ექნება მელიას ნების საწინააღმდეგოდ და ეს იქნება უკანონო. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, რომ შეეშვან მაქინაციებს და გააჩერონ პოლიტიკური დევნა,"-აღნიშნა ნიკა ობოლაძემ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა "ქართულ ოცნებას" ყველაფერი მოუვიდეს თავში აზრად, ნიკა მელიასადმი დამოკიდებულებას კი პოლიტიკური ვაჭრობის გაგრძელებად აფასებს.

დღის ამბები