17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ტექნიკურადაც და სამართლებლივადაც ყველა შესაძლებლობა აქვს ნიკა მელიას, თავად განსაზღვროს აღკვეთის ღონისძიების საკითხი - მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას ტექნიკურადაც და სამართლებლივადაც ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ საკუთარი აღკვეთის ღონისძიება განსაზღვროს.

"მგონია, რომ ტექნიკურადაც და სამართლებლივადაც ყველა შესაძლებლობა აქვს ნიკა მელიას, რომ თავად განსაზღვროს აღკვეთის ღონისძიების საკითხი. ეს, მის ხელთ არის. ტექნიკურად, გირაოს გადახდა მას და მის ადვოკატს ხელეწიფებათ. მას შეუძლია, რომ სხვას გადაახდევინოს ეს თანხა და გააგრძელოს ეს შეთქმულების თეორიების შეთხზვა, ვითომდა, სახელმწიფომ ეს მაქინაციები მოაწყო,"-აღნიშნა სარჯველაძემ.

ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ეწურება, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მელია თანხას გადაიხდის. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ უსამართლობას არ დაემორჩილებიან და ნიკა მელია გირაოს თანხას არ გადაიხდის.

დღის ამბები