17 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
გამოიწვიო კანონი, რომ აი, ვერაფერსაც ვერ მიზამთ, ჩემთვის ეს მიუღებელია - დავით სერგეენკო

ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ხვალ ეწურება. "ნაციონალურ მოძრაობაში" კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ გირაოს თანხა ვინმემ გადაიხადოს და აცხადებენ, რომ თუ მესამე პირმა თანხა გადაიხადა ეს იქნება მთავრობის მახინაცია.

ოპოზიციის წევრები თვლიან, რომ ნიკა მელიამ გირაოს თანხა არ უნდა გადაიხადოს, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს არის კანონი, რომლის დამორჩილებაც მნიშვნელოვანია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებენ.

"მთავრობისთვის იდეალური სიტუაციაა, რომ ეგ თანხა იყოს გადახდილი. ყველაფერს ეცდებიან, რომ ეს პრობლემა იყოს მოგვარებული, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ამ თანხას არ ვიხდით, რადგან არ ვთვლით, რომ რამე გვაქვს გადასახდელი,"-აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო აცხადებს, რომ არსებობს კანონი რომლის დამორჩილებაც მნიშვნელოვანია.

"ოპოზიციას შეუძლია, რომ ჰქონდეს თავისი პოზიციები, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებობს კანონი და ეს კანონი უნდა დავიცვათ და არაფრით არ შეიძლება, რომ გამოიწვიო სახელმწიფო, ან გამოიწვიო კანონი, რომ აი, ვერაფერსაც ვერ მიზამთ, ჩემთვის ეს მიუღებელია,"-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები