ამერიკის კონგრესში, მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარდგენას ოპოზიციაში აფასებენ. გიგა ბოკერიას თქმით, ამერიკის მხარდაჭერა ამ რთულ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს არ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს წინ წამოწევს.
"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ ვითარებაში, აქვს მხარდაჭერა შეერთებული შტატების მხრიდან. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც აქვს ხედვა, რწმენა, კომპეტენცია და ნება, რომ საქართველოს ინტერესები წინ წაწიოს. ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ მაშინ, როდესაც გვაქვს ასეთი მხარდაჭერა, რაც შეიძლება დროულად გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ამ ინსტრუმენტებს საქართველოს ინტერესებისთვის გამოიყენებს," - აცხადებს "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.