17 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
ვეუბნები კოლეგა ოპოზიციონერებს, ნუ ხედავენ ყველა კუთხეში მტრებს - არმაზ ახვლედიანი

"ევროპული საქართველოს" წევრმა არმაზ ახვლედიანმა "დღის კურიერის" ეთერში კოლეგა ოპოზიციონერებს მოუწოდა, რომ ნუ შეხვდებიან  ოპოზიციონერების ინიციატივებს რადიკალიზმით. 

არმაზ ახვლედიანმა ეს განცხადება, ხათუნა სამნიძის წინადადებაზე საუბრისას გააკეთა, რომელის მიხედვითაც "რესპუბლიკური პარტიის" წევრმა მზაობა გამოთქვა პარლამენტში ერთჯერადად შევიდეს პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ბუნებრივი ბარიერით არჩევნების ჩატარებას დათანხმდება.

"მე ვიქნები 2 რამის მომხრე, ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების ინიციატივებს და წინადადებებს ნუ შევხვდებით ასეთი რადიკალიზმით და ასევე, 51 ოპოზიციის წარმომადგენლიდან 50-მა რომ მოინდომოს პარლამენტში შესვლა, თუ მთავარი თემა - პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ახალი არჩევნების გზით არ წყდება, შევიდეს ის 50 დეპუტატი პარლამენტში, მაგრამ მე არ შევალ. ამით ვეუბნები კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ ნუ ხედავენ ყველა კუთხეში მტრებს. თუკი ვხედავთ რომ არის წინადადება, რომელის განხილვაც შეიძლება, ამ დროს ასეთი რადიკალიზმი ჩემთვის მიუღებელია. ამას ვეტყოდი ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ამ 2 დღის განმავლობაში ასეთი უცნაური რეაქცია ჰქონდათ კოლეგის ინიციატივაზე. მოდით ვიყოთ პრინციპულები მთავარ საკითხში და პრინციპულები ვიყოთ საკუთარ თავთან. ნუ გვინდა რომ ყოველთვის მოვძებნოთ პრობლემა სხვაში," - აცხადებს არმაზ ახვლედიანი. 

დღის ამბები