ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად დრო ეწურება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ბოლო დროინდელი განცხადებები არის მდაბიო და პიარული კონსტრუქციები, რაშიც თავადვე გაეხვნენ.
"ბოლო სამი დღის მანძილზე, თუ დააკვირდებოდით, მათ მესიჯებს ძალიან კარგად ჩანს, რომ ცდილობენ მოძებნონ ადამიანი, რომელიც გადაიხდის გირაოს ისე, თითქოს მათიანი არ არის და ამავე დროს, თუ ის ადამიანი ქვეყანასაც დატოვებს, ეს "ქართულ ოცნებას" გადააბრალონ.
ის ადამიანი სად წავა, სახელი გვარი აქვს და ამ ქვეყანაში ადამიანის იდენტიფიცირება არ ჭირს.
წარმოუდგენელია, ნაცი გმირი არ გამიგია, ამ მდაბიო და მდარე სპექტაკლებში პიარულ კონსტრუქციებში არიან გახლართულები,"-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ნიკა მელია გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს და აცხადებს, რომ უსამართლობას არ დაემორჩილება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ კანონის წინააღმდეგ წასვლა დაუშვებელია.