17 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ეს იყო ლეგიტიმური არჩევნები კონკურენტულ გარემოში - ჰუბერტ კნირში

არჩევნების შესახებ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა გერმანიის ელჩმა.

ჰუბერტ კნირშმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ იყო გადაცდომები, თუმცა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.

დიპლომატი გამოთქვამს იმედს, რომ საპარლამენტო მუშაობა სრულფასოვანი იქნება.

"არჩევნებთან დაკავშირებით თქვენ ნახეთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებები, როგორც ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ასევე ევროკომისიის. ეს იყო ლეგიტიმური არჩევნები კონკურენტულ გარემოში. შეიძლება იყო პატარა გადაცდომები, რომლებიც გამოსწორებას საჭიროებს. მე მოხარული ვარ, რომ დაიწყო მუშაობა საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებაზე. მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს კომისიის დასკვნებს და მიიღებს შესაბამის ცვლილებებს,“ - განაცხადა ჰუბერტ კნირშმა.

 

 

 

 

 

დღის ამბები