შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ოსაძე დაინიშნა.
2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ივლისამდე პერიოდში გიორგი ოსაძე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის ივლისიდან დღემდე ამავე დეპარტამენტში დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.
2013-2019 წლებში გიორგი ოსაძე საქმიანობდა საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა დანაყოფში. კერძოდ: 2016-2019 წლებში მუშაობდა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, პროკურორად; 2015-2016 წლებში თბილისის პროკურატურის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურაში პროკურორის თანამდებობა ეკავა;
2013-2014 წლებში იყო თბილისის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი.