17 ნოემბერი 2024,   10:46
ვრცლად
უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ინტენსიური მუშაობა მიმდინარებს - ირაკლი ანთიძე

სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის პირველმა მოადგილემ ირაკლი ანთიძემ, ოკუპანტების მიერ, უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევის გათავისუფლების შემდეგ, განაცხადა, რომ ერიკის გამოკითხვა შედგება და სწორედ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი უფრო კონკრეტული სურათი დადება მისი დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით. 

"ერიკ დრულევის დაპატიმრების შემდეგ წარმოებდა აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით. ამოქმედდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი და პროცესში აქტიურად ჩაერთნენ, როგორც საერთაშორისო პარტნიორები ასევე, შესაბამისი უწყებები. რაც შეეხება უკანონოდ დაკავების დეტალებს, შედგება ერიკის გამოკითხვა და ამის შემდეგ, შეგვეძლება უფრო კონკრეტული სურათ დავდოთ მისი დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით. 

უკანონოდ დაკავებული ჩვენი ყველა მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, წარმოებს ინტენსიური მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში. საკითხი გაჟღერდა მაღალ რეგისტრში საერთაშორისო ფორუმებზე," - აცხადებს ირაკლი ანთიძე. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია.

იგი საოკუპაციო ძალებმა 2021 წლის 5 თებერვალს, საქართველო-რუსეთის საზღვრის როკის გვირაბის მონაკვეთზე, უკანონოდ დააკავეს.

დღის ამბები