17 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
პარლამენტი ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის მიმართვის განხილვას ორშაბათიდან დაიწყებს   

პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე პარლამენტს უკვე ოფიციალურად მიმართა - საკითხი ბიუროს სხდომაზე ორშაბათს დარეგისტრირდება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი განმარტებით, პროკურატურის მიმართვა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განხილვის შემდეგ საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ კომიტეტებს გადაეცემა, რის შემდეგაც, საკითხი საფუძვლიანად იქნება განხილული. 

"მას შემდეგ, რაც ეს მომართვა პროკურატურის მოხდება პარლამენტის ბიუროზე, შემდგომ რეგლამენტის შესაბამისად, ეს დაეწერება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს და იურიდიულ კომიტეტს. ჩვენ, საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და უახლოეს პლენარულ სხდომაზე განვიხილავთ, შეუჩერდება თუ არა ნიკანორ მელიას მანდატის უფლებამოსილება,"-აღნიშნა გურამ მაჭარაშვილომა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, რო ყველა ანგარიშვალდებულია კანონის წინაშე.

"ძალიან მწყდება გული, რომ ეს გზა აირჩია. არავის არ ვურჩევ ამას, რადგან მოგვწონს არ მოგვწონს მეც თქვენც და ყველა პოლიტიკოსიც კანონის წინაშე ვართ ანგარიშვალდებულები. არავის არ მიეცემა უფლება, რომ ჩამოანგრიოს სახელმწიფო ინსტიტუცია,"-აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გენერალურმა პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შესახებ პარლამენტს თანხმობის თხოვნით მიმართა. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ დღეს გაავრცელა. არჩილ თალაკვაძის სახელზე გაგზავნილ 6 გვერდიან დოკუმენტში გაწერილია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბრალდება ითხოვს ნებართვას, რომ გირაო პატიმრობით შეიცვალოს.პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოცემული შემთხვევისათვის რელევანტური, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც გირაოსგან განსხვავებით შეძლებს უზრუნველყოს ნიკანორ მელიას სათანადო ქცევა.

დღის ამბები