17 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების პროცედურები გააცნო

ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების პროექტი გააცნო. მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, თუ როგორ მოხდება სოფლის მეურნეობის სექტორში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება.

ეკატერინე ტიკარაძემ გუბერნატორებს პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან არის შესაძლებელი.

"გვაქვს შესაძლებლობა, გერმანიაში მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვის ვადით სოფლის მეურნეობაში. ერთ დასაქმებულს ერთი წლის მანძილზე საშუალება ექნება მხოლოდ ერთჯერადად ჩავიდეს გერმანიაში, თუმცა გარდა ამისა, ვმუშაობთ მიმართულებით, რომ მოხდეს სხვა ტიპის სამუშაოების შემოთავაზებაც,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები