17 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებულები შეიძენენ მნიშვნელოვან ცოდნას სოფლის მეურნეობის დარგში - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმების პროექტის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის დარგში მნიშვნელოვან ცოდნას შეიძენენ. 

"დროებითი შრომითი მიგრაცია ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ ის თანაბარი პირობები იმ ქვეყნებში, სადაც სახელმწიფოებს შორის დაიდება კონტრაქტი, რომ ჩვენი მოქალაქეები შესაფერისი და შესაბამისი ანაზღაურების ფორმატში დასაქმდნენ ამ ქვეყნებში და მათ ჰქონდეთ ის საჭირო პირობები, რომელიც ცხოვრებისთვის ესაჭიროებათ, ასევე სამედიცინო დაზღვევა და დაცულები იყვნენ როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლი ამ ქვეყნებში.

აქედან გამომდინარე, ეს არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. შემდგომში ეს პროექტი, რითაც თავის მნიშვნელობას იძენს, ისეთ ქვეყნებში დასაქმება, როგორიც არის ევროკავშირის ქვეყნები და ამ შემთხვევაში გერმანია, მით უფრო მნიშვნელოვანია ეს პროგრამა, ვინაიდან, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები იქ შეიძენენ ძალიან მნიშვნელოვან ცოდნას, ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეობის დარგში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, ეს იყო ორ ქვეყანას შორის გამართული მრავლობითი დიალოგის შედეგად გამოტანილი დასკვნა, თუ რატომ შეირჩა სოფლის მეურნეობა ამ ეტაპისთვის.

"ეს იყო მიზნობრივი გადაწყვეტილება. ერთი, რომ საქართველო არის სოფლის მეურნეობით მნიშვნელოვნად დაინტერესებული და ჩვენი სამომავლო განვითარება სწორედ რომ ამ მიმართულებით იქნება ძალიან საინტერესო და იმ უნარების შეძენა და შრომითი კულტურის ჩამოტანა საქართველოში, რომელიც ამ ეტაპისთვის ევროკავშირის ქვეყნებს გააჩნიათ და მათ შორის გერმანიას, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.  

დღის ამბები