"ბიბლიური თავისუფლება" სამხედრო ვალდებულებებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ - ეს ერთ-ერთი თემა იყო, რომელზეც საპატრიარქოს კედლებში 35-მდე უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირმა იმსჯელა.
მიიღეს გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც ბიბლიური თავისუფლების წევრებს ეკრძალებათ ზიარების, ჯვრისწერის, ნათლობისა და წესის აგების უფლება.
"ბიბლიურ თავისუფლებაში" გაწევრიანება წმინდა სინოდის წევრებისთვის მართლმადიდებლური მრწამსის უარყოფას ნიშნავს.
ორგანიზაციის წევრებისთვის, რომელიც 2017 წლიდან წვევამდელებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარება და სასულიერო პირის წოდებას ანიჭებს, სინოდის გადაწყვეტილება გაუგებარი და მიუღებელია.
"გირჩის" წევრები ამბობენ, რომ ისინი სწორედ ამ გზით ეხმარებიან ადამიანებს და არ ესმით, საპატრიარქო რატომ არ არის მათი პოზიციის მხარდამჭერი.
"ბიბლიური თავისუფლება" "გირჩმა" 2017 წელს დააფუძნა. პარტიის წარმომადგენლები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასაც მოითხოვენ.