17 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
განახლება, თუ დაშლა - "ევროპულ საქართველოში" ტრიოს - ბაქრაძე - უგულავა - ბოკერიას მმართველობა სრულდება

"ევროპულ საქართველოში" ტრიოს - ბაქრაძე - უგულავა -ბოკერიას მმართველობა სრულდება. ტრიუმვირატი დაიშალა, თუმცა ამას როტაცია და განახლება დაარქვეს.

ვინ იღებს პასუხისმგებლობას 2020 წლის არჩევნებში აღებულ 3,79 მეასედ პროცენტზე?

პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უპირობოდ მიდის. გენერალური მდივანი გიგი უგულავა მიდის, მაგრამ პირობებს აყენებს. გიგა ბოკერია კი, რჩება. 

განცხადებები პარტიაში დღეს სამივე მათგანმა გააკეთა, თუმცა ამას წინ უძღოდა კიდევ ერთი აქტიური ფიგურის ზურაბ ჭიაბერაშვილის წასვლა პარტიიდან. 

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, თანაგუნდელების გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა არ იზიარებს. ის აღნიშნავს, რომ ახლა არ არის დრო ლიდერები ხელმძღვანელი პოზიციებიდან გვერდზე გაიწიონ.

"ძალიან დიდ პატივს ვცემ გიგის გადაწყვეტილებას, მე ასეთი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. ჩვენ ამ თვეების განმავლობაში გავაგრძელებთ მუშაობას პარტიის შიგნით სტრატეგიაზე, მათ შორის განახლების საკითხზე, მათ შორის პერსონალურ საკითხზე და უკვე შემდეგ ყრილობაზე აპრილში ჩვენ მივიღებთ ამ საბოლოო გადაწყვეტილებას. არ ვიზიარებ იმ გადაწყვეტილებას, რომ ეს არის სწორი მომენტი იმისთვის, რომ ლიდერები გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

დღის ამბები