"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი მისი კიევში მისი ვიზიტის მიზეზების შესახებ ამბობს, რომ ის შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, თუმცა მასთან საქართველოს თაობაზე საუბარი არ ჰქონია, მით უმეტეს, პარტიულ საკითხებზე.
"ჩემი ვიზიტის მიზანი იყო იმ ადამიანების ნახვა, რომლებიც ჩემ გამო, ზუსტად ერთი წლის წინ ციხეში რომ არ წასულიყვნენ, მათ შორის, ვგულისხმობ დათო ავალიანს, დათო ალავიძეს და ა.შ. მოუწიათ მათ ქვეყნის დატოვება. სააკაშვილი მე ვნახე, დიდი საუბარი მასთან არ მქონია, გადავიკვეთეთ უბრალოდ, ძირითადად ვისაუბრეთ უკრაინაზე, საქართველოს საკითხებზე მასთან არ მილაპარაკია, მით უმეტეს პარტიულ საკითხებზე,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
კითხვას, ხომ არ უკავშირდება პარტიაში ცვლილებები მიხეილ სააკაშვილსა და გიგი უგულავას შორის შემდგარ შეხვედრას კიევში, დავით ბაქრაძეს ღიმილი მოჰგვარა.
"ზოგადად არ ვარ ფეისბუქში ძლიერი, მაგრამ ასეთი ტერმინი "დაჰაჰავება“, რომელსაც ამ წუთში ვერ გავაკეთებ სამწუხაროდ, თუმცა ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი უბრალოდ "დაჰაჰავება“ იქნებოდა ჩემგან,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.