"ღამის კურიერის" ეთერში პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ გირაოს არგადახდა იქნება კანონის დარღვევა.
ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას ბრალი პოლიტიკურია.
"პატარა ქვეყანა ვართ და გამადიდებელი შუშით გვაკვირდებიან ჩვენი მეგობარი ქვეყნები და ელჩებისთვისაც და არაელჩებისთვისაც გაუგებარია, რომ გირაოს არ იხდი, რომ დაგაკავებენ იტყვი, რომ უსამართლოდ დამაპატიმრესო.
პოლიტიკოსები უნდა ვაძლევდეთ საზოგადოებას კანონის პატივისცემის მაგალითს. არ მიმაჩნია, რომ ნიკამ ის კანონი დაარღვია, რასაც ედავებიან. არ მინდა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს აკავებდნენ და ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობდნენ.
მე მიმაჩნია, რომ ციხეში მჯდომი ნიკა მელია ვერ იბრძოლებს კარგი მართლმსაჯულებისთვის ისე ეფექტურად, როგორც გარეთ ან პარლამენტში მითუფრო.
თუ მას დააკავებენ, ის იქნება პოლიტპატიმარი, მაგრამ იქნება ძალიან უხერხული რამის გამო დაკავებული. ნიკა მელია სახელმწიფო გადატრიალებას რომ არ ახდენდა, ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული,"-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილმა ნიკა მელიას "ღამის კურიერის" ეთერიდან მიმართა და ურჩია, რომ გირაოს გადახდა უმჯობესი იქნებოდა.