პარლამენტის წევრი, პარტია ”მოქალაქეების” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიას ურჩევს, პროცესების დაძაბვისგან თავი შეიკავოს.
როგორც ”მოქალაქეების” თავმჯდომარე ამბობს, ქვეყანას რადიკალიზაცია არ სჭირდება და პროცესების დაძაბვას ნიკა მელიას მეშვეობით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს.
"ამ ქვეყანას არ სჭირდება რადიკალიზაცია, ერთადერთი, ვისაც რადიკალაზაცია სჭირდება, უკრაინაშია ის კაცი და იმას უნდა, რომ ვის დაიჭერენ, ვის არ დაიჭერენ, ვის ძვლებში დაამტვრევენ, იმისთვის სულერთია, ოღონდ აქ რაღაც დაიძაბოს.
მე ვისურვებდი, რომ ნიკა მელიაც და დანარჩენი ოპოზიცია შემოვიდეს პარალამენტში და კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიბრძოლოთ იქ უკეთესი საარჩევნო სისტემისთვის, უკეთესი პროკურატურისთვის. არსებითად, რომ გამოვასწოროთ, თორემ დაგიჭერენ, არ დაგიჭერენ, ხალხი გამოვა თუ არ გამოვა, ეს არაფერს არ შეცვლის. პირიქით, აქ თუ ქვეყანაში გადატრიალება მოხდა და რევოლუცია, დღევანდელი პროკურატურა გახდება სანატრელი და საოცნებო, მეგის ქარდავა რომ ჩამოფრინდება სპეცრეისით და ახალაია რომ მოყვება ერთი და მეორე ახალაია, რომ ციხიდან გამოვა, ბუნჩულა, ჩუსტებიან, საყვარელ პლუშის დათუნიად მოგვეჩვენება შოთაძე. თუ გვინდა რომ პროკურატურას და სასამართლოს მართლა ვენდობოდეთ, უნდა ვიბრძოლოთ, ოღონდ ვიბრძოლოთ, სადაც მანდატები აქვთ "ნაციონალურ მოძრაობას," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.