ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხვალ "ლეიბორისტების" ოფისში შეიკრიბებიან. როგორც "კურიერს" "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განუცხადა, განხილვის თემა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის - ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტა იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელიას მანდატს შეუჩერებენ, სერგო ჩიხლაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების პროცესი ჩიხში შევა.
ხვალინდელ შეხვედრაზე ოპოზიცია, ასევე, იმსჯელებს, როგორი იქნება მათი სამოქმედო გეგმა.
პოლიტიკოსების "ლეიბორისტებში" შეკრების ზუსტი დრო, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
ავტორი : თამარ თათარაშვილი