კატალონიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში სეპარატისტულმა პარტიებმა 50 %-იანი ბარიერი გადალახეს.
ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მემარცხენე პარტია "ესქერა რეპუბლიკანა დე კატალუნია" რეგიონულ მთავრობას უხელმძღვანელებს.
არჩევნებზე აქტივობა 53 პროცენტი იყო. კატალონიის სეპარატისტული პარტიების ხელმძღვანელები ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს მოუწოდებენ, დამოუკიდებლობის რეფერენდუმთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.