დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოსა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი საქართველოშია. ვენდი მორტონმა პირველი შეხვედრა პარლამენტის თავმდჯომარესთან გამართა.
დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. მორტონი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს, დაესწრება განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას.
"შესანიშნავია, რომ დღეს თბილისში ჩემი პირველი ვიზიტია. ჩვენი ქვეყნები ახლო მოკავშირეები არიან და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო ძლიერდება,"- დაწერა მორტონმა ტვიტერზე.