პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავამ "ლეიბორისტების" ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ და ითხოვდნენ მათთვის ოპოზიციის სხვა წევრებს მოესმინათ.
"ორივე დაბოლილი იყო დღეს მოსული და უნდოდათ, როგორც ამას ყოველთვის აკეთებენ ხოლმე, ყურადღების მიქცევა. ხან მელიას დააბრალეს, რომ ფისტოლეტით დარბოდა, დღეს კი, მეორე სისულელე მოიგონეს. სინამდვილეში, სტენოგრამა იყო ასე: ჯერ დაუპატიჟებლები მოვიდნენ, მათ ზრდილობიანად სთხოვა ბატონმა ნათელაშვილმა, რომ დაეტოვებინათ დღევანდელი შეკრება. რის შემდეგაც დაიწყეს პროვოკაცია, რომ არა, ჯერ უნდა მოგვისმინოთო. მე ვუპასუხე ამაზე, რომ გამოდიხართ ტელევიზიით და გვაბრალებთ, რომ ჩვენ მიშას თამაშს ვთამაშობთ და მაშინ, აქ რატომ მოხვედით-თქო. ამაზე ჩავარდა ექსტაზში ხვიჩია, რომ აი, აღიარა კუკავამ, რომ მიშას თამაშს თამაშობსო და ამის შემდეგ მოუწიათ მათ სხდომის დატოვება,"- განაცხადა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავამ.