აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იპოთეკით დაზარალებულები, ე.წ. ოცნების ქალაქის მოსახლეობა, სტიქიის შედეგად და ჰესების მშენებლობით დაზარალებული მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას და მათი პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.
მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს და ალტერნატიული ფართები სურს, ნაწილი კი ჰესების მშენებლობის გამო დაზიანებულ საცხოვრებლებზე კომპენსაციის გაცემას ითხოვს.
რაც შეეხება "ოცნების ქალაქის" მოსახლეობას, ისინი ხელისუფლებისგან ხელშეკრულების გაფორმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობის მიერ ამ დასახლებისთვის აშენებულ კორპუსში ფართებს მიიღებენ.