პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ ოპონენტების შეფასებებს უპასუხა.
მაგალითად, გიგი უგულავას, რომელმაც "გირჩზე" თქვა, რომ "არასერიოზული ხალხია, რასაც დღეს ვხედავ დეგრადაციის ნიშნებს შეიცავს, ბოდვა და არასერიოზულია მათთან საუბარი", იაგო ხვიჩიამ ასე უპასუხა:
"სანდრო რაქვიავილს რომ კითხეს დღეს იქ რა ხდებოდაო, კარგად თქვა: ტიტანიკზე ზის ხალხი და ფეერვერკებს ისვრიანო. დღეს "ევროპულ საქართველოს" თავისი ტიტანიკი აქვს ცალკე მოწყობილი. სკრიპკას უკრავენ ჩასაძირად გამზადებულ ტიტანიკზე," - განაცხადა "დღის კურიერში" იაგო ხვიჩიამ.