17 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
მარიხუანა კახა კუკავასთანაც მომიწევია, ამის წამოძახება არასწორია - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარეს "დღის კურიერში" უპასუხა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ბევრ ლიდერთან, მათ შორის, კუკავასთან ერთად მარიხუანა მოუწევია.

"მარიხუანა რომ რამეს შველოდეს, გარანტია რომ იყოს საღ აზრზე, ბევრი ადამიანი გამოგვყვებოდა დღეს ჩვენ. ერთადაც მოგვიწევია მაგ ხალხთან, მარიხუანა ბევრთან, კახა კუკავასთანაც მომიწევია სხვათა შორის. ამის წამოძახება არასწორია, მაშინ როდესაც ერთად გვაქვს მოწეული ბოლო-ბოლო. როცა ერთად ვეწეოდით, მაშინ ჩვენიანები იყვნენ, მაშინ შეთანხმებულები ვიყავით, მე და კუკავა მაინც, რომ მიშას თამაში არ გვინდა."

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავამ "ლეიბორისტების" ოფისის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი შეხვედრაზე დაუპატიჟებლად მივიდნენ და ითხოვდნენ, მათთვის ოპოზიციის სხვა წევრებს მოესმინათ. 

კუკავას განცხადებით, იაგო ხვიაჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი შეხვედრაზე დაბოლილები მივიდნენ და უნდოდათ ყურადღების მიქცევა. 

დღის ამბები